logo
ENG



მამა შალვა: გამორიცხულია ადამიანს ზიარებით, რომელიმე დაავადება გადაედოს

09 აპრ 202017:38
3 წუთის საკითხავი
 

 

მამა შალვა კეკელია ზიარების წესით კორონავირუსის გავრცელების შესაძლებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, დაავადება შეიძლება სასულიერო პირსაც გადაედოს, მაგრამ ზიარებიდან ადამიანს დაავადება არ გადაედება.

„უამრავი ფაქტი არსებობს, სასულიერო პირსაც შეიძლება გადაედოს ნებისმიერი დაავადება. მე პირადად ძალიან ბევრი დაავადება გადამიტანია. ადამიანი არის გადამტანი ამ ვირუსისა და ამაზე არ ვკამათობთ. რაც შეეხება, ზიარებას და სიწმინდეებთან მიახლოებას აქ შემიძლია ვთქვა, რომ გამორიცხულია ადამიანს სიწმინდეებით ან ზიარებით, რომელიმე დაავადება გადაედოს. მე მზად ვარ ნებისმიერ დროს შემამოწმონ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, რომ გავიგო მაქვს თუ არა რაიმე დაავადება“, - განაცხდა მამა შალვა კეკელიამ.


close დახურვა